არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204861970) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204861970) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ
დოკუმენტის ნომერი 189
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.017356
189
29/07/2013
ვებგვერდი, 30/07/2013
430210000.10.003.017356
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204861970) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №189

2013 წლის  29 ივლისი

ქ. თბილისი

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204861970) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ

მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-13 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის პი­რ­ვე­ლი ნაწილის,  „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ‑ ილიას სა­ხელმწიფო უნივერსიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 204861970)  2013  წლის 15 სექტემბრამდე გარდაიქმნას (რეორ­განიზებულ იქნეს) საჯა­რო სამართლის იურიდი­ულ პირად – ილიას სახელმწიფო უნი­ვერ­სიტე­ტად და მის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელ­მძ­ღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური), ასევე ძირითადი სა­განმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექ­ტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითადი სა­განმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერ­თეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური) უფლებამოსილება გა­ნესაზღვროს დარჩენილი ვადით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ ილიას სახელმწიფო უნი­ვერსიტეტი ჩაით­ვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდი­უ­ლი პირის ‑ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 204861970)   სამართალმემკვიდრედ.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზ­რუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ ილიას სახელმწი­ფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება.

4. საჯარო სამართლის იურიდი­ული პირის ‑ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამ­ფუძ­­ნებ­­ლად განისაზღ­ვროს სახელმწიფო, რომელ­საც  წარმოადგენს სა­ქარ­­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტრო.

5. საჯარო სამართლის იურიდი­ულ პირს ‑ ილიას სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტე­ტს ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს უმაღლეს განა­თ­ლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შე­სახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის №203 დადგენი­ლება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს სსიპ ‑ საჯარო რე­­ესტრის ეროვნულ სააგენტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­დი­ული პირის ‑ ილიას სა­ხელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკა­ციო კოდი ‑ 204861970) რე­გისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი