დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.114.016122 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/06/2012 - 24/07/2012)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №27
201 2 წლის 25 მაისი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 I მუხლის შესაბამისად საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის, პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვროს ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისათვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობების საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე:
ა) მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიულ ორგანოს ტერიტორიაზე – 0,15 ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ტერიტორიაზე – 0,1 ლარის ოდენობით;
გ) კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე 0,2 ლარის ოდენობით.
მუხლი 2.
დადგენილება არ ვრცელდება დაბის და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების კერძო საკარმიდამო ტერიტორიაზე მშენებარე საცხოვრებელ შენობებზე.
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა . ხუნდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები