დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით დიალოგის წარმოებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 429 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 28/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480350000.08.002.016515 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/05/2012 - 30/07/2012)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №429
2012 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით დიალოგის წარმოებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
1. 2011 წლის 1 დეკემბრის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მე-12 სხდომაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემდგომ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დიალოგის წარმოების მიზნით , შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
თორნიკე გორდაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი
ნინო კალანდაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
გიორგი ვაშაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
თამარ ბერუჩაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი
თამარ კინწურაშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი
სალომე სამადაშვილი – ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი
თეა ახვლედიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი
გიორგი ტაბატაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი
თინათინ გოლეთიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი.
2. სამუშაო ჯგუფს დაევალოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან კოორდინირებულად სათანადო ღონისძიებების გატარება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დიალოგის მომზადებისა და წარმოების მიზნით საქართველოს პოზიციის შემუშავება.
3. საჭიროების შემთხვევაში ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შესაბამის ექსპერტებს სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღება.
4. სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალდებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის წინაშე.
5. სამუშაო ჯგუფის სამდივნოს ფუნქციების შესრულება დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციისა და საკონსულო დეპარტამენტებს.
6. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები