„საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით დიალოგის წარმოებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 28 მაისის №429 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 285
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 19/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 480350000.08.002.016789
285
07/05/2013
ვებგვერდი, 10/05/2013
480350000.08.002.016789
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით დიალოგის წარმოებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 28 მაისის №429 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 
საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №285

2013 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით დიალოგის წარმოებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 28 მაისის №429 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით დიალოგის წარმოებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 28 მაისის № 429 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 29/05/2012, 480350000.08.002.016515) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2011 წლის 1 დეკემბრის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მე-12 სხდომაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემდგომ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დიალოგის წარმოების მიზნით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ბერუჩაშვილი

-

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილე, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი

გიორგი ხელაია

-

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის   მოადგილე

ლევან იზორია

-

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  მოადგილე

გოჩა ლორთქიფანიძე

-

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ლევან სამადაშვილი

-

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე

მარიამ რაქვიაშვილი

-

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

თამარ კინწურაშვილი

-

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

თეა ახვლედიანი

-

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი

გიორგი ტაბატაძე

-

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი

ხათუნა თოთლაძე

-

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი