საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6236-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016006
  • Word
6236-Iს
22/05/2012
ვებგვერდი, 22/05/2012
010190030.06.001.016006
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 8, 25.03.2004, მუხ. 38) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1301  მუხლი:

     „მუხლი 1301

1. საქართველოში საპატიო სტუმრის ჩამოსვლასთან, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან ან ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება გაიმართოს პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომა.

2. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომა ეძღვნება კონკრეტულ მნიშვნელოვან თარიღს/ფაქტს. მას აქვს სიმბოლური დატვირთვა და საზეიმო/საიუბილეო სხდომაზე არ ვრცელდება ამ რეგლამენტით დადგენილი ზოგადი ნორმები, გარდა სხდომის თავმჯდომარისთვის სხდომის წარმართვისათვის მინიჭებული უფლებამოსილებებისა. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომა იმართება მხოლოდ კონკრეტულ თარიღთან/ფაქტთან დაკავშირებით და შემდეგ იხურება.

3. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომას, როგორც წესი, წარმართავს პარლამენტის თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს საზეიმო/საიუბილეო სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა პარლამენტის თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის ერთ-ერთ მოადგილეს.

4. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალური სტუმრები.

5. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას  პარლამენტის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე იღებს პარლამენტის ბიურო, ხოლო რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევის შემთხვევაში − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე                         დ. ბაქრაძე

თბილისი,

2012 წლის 22 მაისი.

№6236-Iს