დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში მიღებული III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შენობების ფასადების საგარანტიო პერიოდის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 03/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.132.016115 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/05/2012 - 26/06/2012)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №25
2012 წლის 3 მაისი
ქ. ბათუმი
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში მიღებული III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შენობების ფასადების საგარანტიო პერიოდის განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 და 22-ე მუხლების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
1. დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე III და IV კლასის მშენებარე (ახალი მშენებლობა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების ექსპლუატაციის შემდგომი სავალდებულო საგარანტიო პერიოდი 10 (ათი) წლის ვადით, როგორც სანებართვო პირობა.
2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მშენებლობის დამკვეთი (უფლებამონაცვლე) ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ექსპლუატაციაში მიღებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების მოვლა-პატრონობა, რაც გულისხმობს გარემოს ზემოქმედების ან/და სხვა გარემოებების შედეგად დაზიანებული ფასადების აღდგენა/რეაბილიტაციას და ფერის განახლებას.
3. აღნიშნული დადგენილების მოქმედება მშენებლობის დამკვეთზე (უფლებამონაცვლეზე) ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, როცა ექსპლუატაციაში მიღებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული ბინები სამოქალაქო გარიგებების საფუძველზე გასხვისებულია და საცხოვრებელი სახლი ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებას.
4. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღებული (ახალი მშენებლობა) III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება დაინტერესებული პირის მიერ წერილობით შეთანხმებულ იქნე ს მშენებლობის დამკვეთთან (უფლებამონაცვლესთან) და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ არის უფლებამოსილი მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილი ორგანო მოახდინოს მშენებლობის ნებართვის გაცემა (შეთანხმება) კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა განიხილება სანებართვო პირობების დარღვევად და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოახდინოს მშენებლობის დამკვეთის (უფლებამონაცვლის) მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
6. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები