ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ

  • Word
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 04/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.124.016049
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
74
21/03/2012
ვებგვერდი, 26/03/2012
200130000.35.124.016049
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/03/2012 - 31/01/2014)

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №74

ქ. ბაღდათი

201 2 ლის 21 მარტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ                                                            

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად:

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

     მუხლი 1

შემოღებულ იქნს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესბამისად.

     მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის 52 დადგენილება.

     მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე     გ. რობაქიძე       

                                                                                                                                დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

   ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე– 3 -ჯერ;

   ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე –2 -ჯერ;

   გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე –1,5 -ჯერ;

   დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – ამ მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის–საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი.

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტი.

      მუხლი 4

   სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ( გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლიდან გამომდინარე) 71 ლარი – ერთი ჰექტარი.

      მუხლი 5

   სათიბები და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

   ა) სათიბები (მათ შორის გაკულტურებული) –19 ლარი;

   ბ) საძოვრები (მათ შორის გაკულტურებული) –15ლარი .

        მუხლი 6

    ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია _ 30 ლარი.

          მუხლი 7

   ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი. 

      მუხლი 8

   არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების 1მ2 -ზე წლიური გადასახადის განაკვეთია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე -60 მუხლის მე -2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი (ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი (ლარი)

1

ქ. ბაღდათი

0,24

0,7

0,168

2

კურორტი საირმე

0,24

1,5

0,36

3

სოფლებში

0,24

0,25

0,06

 

    მუხლი 9. ქონების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლდეს:

ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;

ბ) ორგანიზაციის ქონება, აგრეთვე ორგანიზაციაზე ლიზინგით გაცემული ქონება, გარდა მიწისა და ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა;

გ) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

დ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთი;

ე) ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

ვ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკარმიდამო ნაკვეთები (საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები).

    მუხლი 10

 ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით და ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები, დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205 -ე და 206 -ე მუხლებით.