ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.124.016084
109
31/01/2014
ვებგვერდი, 04/02/2014
200130000.35.124.016084
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №109

2014 წლის 31 იანვარი

ქ. ბაღდათი

 

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის "მ" ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად,

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი  განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს “ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №74 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილევლადიმერ წიქორიძე



 დანართი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
1. 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე– 3ჯერ;
2. 2000 წლიდან  2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე –2 ჯერ;
3. 2004 წელს მიღებულ აქტივებზე –1,5 ჯერ;
4. იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს –ამ მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
მუხლი 2
 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
მუხლი 3
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის  წლიური განაკვეთებია:
1. 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის–საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის  დასაბეგრი ქონების საბაზრო ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი.
2. 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტი.
მუხლი 4
სასოფლო– სამეურნეო დანიშნულების  მიწაზე  ( გარდა მე–5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე– 60 მუხლიდან გამომდინარე) 71  ლარი –ერთი ჰექტარი.
მუხლი 5
 სათიბები და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
1. სათიბები (მათ შორის გაკულტურებული) –19 ლარი;
2. საძოვრები (მათ შორის გაკულტურებული) –15ლარი.
მუხლი 6
ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია - 30 ლარი.
მუხლი 7
          ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 8
არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების  1მ2 –ზე წლიური გადასახადის განაკვეთია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე–60 მუხლის მე–2 ნაწილიდან გამომდინარე):

N

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი (ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი (ლარი)

1

ქ. ბაღდათი

0,24

0,7

0,168

2

კურორტი საირმე

0,24

1,5

0,36

3

სოფლებში

0,24

0,25

0,06

 

მუხლი 9
ქონების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლდეს:
1. ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;
2. ორგანიზაციის ქონება, აგრეთვე ორგანიზაციაზე ლიზინგით გაცემული ქონება, გარდა მიწისა და ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა;
3. საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;
4. მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთი;
5. ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;
6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკარმიდამო ნაკვეთები (საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები).
მუხლი 10
 ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით და ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები, დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205–ე და 206– ე მუხლებით.