დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებზე სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთების წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის საფასურის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 12/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310120000.35.132.016102 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/03/2012 - 15/02/2018)
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №12
2012 წლის 12 მარტი
ქ. ბათუმი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებზე სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთების წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის საფასურის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125 და 1253 მუხლებისა და „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
1. უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებებით ბლოკირება გაუკეთდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებზე სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთებამდე და გაკეთების შემდეგ უფლებამოსილი პირის მიერ ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დასურათება.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების ღია მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არსებულ ნივთებზე პასუხისმგებლობა უფლებამოსილ პირს არ ეკისრება.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებზე სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეგნული მდგომარეობის დაზიანებების თაობაზე პრეტენზიები წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი სახით ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნამდე. პრეტენზიის არსებობისას პრეტენზიის წარმომდგენი პირის თანდასწრებით ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეგნული მდგომარეობის დათვალიერება და შესაბამისი აქტის შედგენა. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის შემდეგ წარდგენილი პრეტენზიები არ განიხილება, მათ შორის, არ ხდება პრეტენზიის წარმომდგენი პირის თანდასწრებით ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეგნული მდგომარეობის დათვალიერება და შესაბამისი აქტის შედგენა.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებზე ბლოკირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საამისოდ გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.
6. სატრანსპორტო საშუალების თვლებზე სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთებისას უფლებამოსილი პირი ვალდებულია, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებას საჭე აქვს მარცხენა მხარეს, ავტოსატრანსპორტო საშუალების მარცხენა გვერდით საქარე მინაზე, ხოლო თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებას საჭე აქვს მარჯვენა მხარეს, ავტოსატრანსპორტო საშუალების მარჯვენა გვერდით საქარე მინაზე განათავსოს გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც მძღოლს გააფრთხილებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებზე სპეციალური საშუალებებით გაკეთებულია ბლოკირება და ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობაში მოყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის წესების შესახებ და საჭიროებისას სხვა ინფორმაციის თაობაზე. შესაბამის საქარე მინაზე ამ პუნქტის შესაბამისად გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსების შემდეგ უფლებამოსილი პირის მიერ ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ ნაწილის დასურათება, რომელშიც განთავსებული იქნა გამაფრთხილებელი ნიშანი.
7. დადგინდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის საფასური შემდეგი ოდენობით:
ა) სამუშაო დღეებში 1000 საათიდან 1900 საათამდე – 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით;
ბ) უქმე და დასვენების დღეებში – 1000 საათიდან 1500 საათამდე – 20 (ოცი) ლარის ოდენობით.
8. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნა ხდება:
ა) სამუშაო დღეებში – 1000 საათიდან 1900 საათამდე;
ბ) უქმე და დასვენების დღეებში – 1000 საათიდან 1500 საათამდე.
9. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის მოთხოვნის უფლება აქვთ:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებულ პირს;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მინდობილ პირს;
გ) სამართალდამრღვევს;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს.
10. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის უფლებას აძლევს ა(ა)იპ – „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“.
11. ა(ა)იპ – „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მიერ, ამ დადგენილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პირს ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის უფლება ეძლევა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნას ითხოვს პირი, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში არ არის რეგისტრირებული მესაკუთრედ, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით;
ე) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნას ითხოვს ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შესაბამისი დოკუმენტის ასლი;
ვ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხება საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ბალანსზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის მოთხოვნისას შეიძლება წარმოდგენილ იქნეს:
ვ.ა) საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ან/და მათი ტერიტორიული ორგანოს (წარმომადგენლობის) მიერ საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის თანამშრომელზე გაცემული მინდობილობა, რომელიც არ საჭიროებს სანოტარო წესით დადასტურებას;
ვ.ბ) სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების მატერიალურ-ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას.
12. საფასურის გადახდა განხორციელდეს უფლებამოსილი პირის მიერ შერჩეულ კომერციულ ბანკში ან/და ელექტრონული გადახდის საშუალებებით.
13. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი საფასურის ამოღებას ახორციელებს ა(ა)იპ – „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“, ხოლო საფასური ირიცხება ა(ა)იპ – „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ანგარიშზე და წარმოადგენს მის საკუთრებას.
14. დაევალოს ა(ა)იპ – „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ შეიმუშაოს ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთებასთან და მოხსნასთან, ასევე შესაბამის საქარე მინაზე ამ დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსებასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული საკითხები.
15. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები