„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებზე სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთების წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 12 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 310120000.35.132.016358
10
15/02/2018
ვებგვერდი, 23/02/2018
310120000.35.132.016358
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებზე სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთების წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 12 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №10

2018 წლის 15 თებერვალი

ქ. ბათუმი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებზე სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთების წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 12 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ად­მი­­ნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებუ­­ლი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფ­ლე­ბა­მო­სილი პირის მიერ ავტ­ო­ს­ატრანსპორტო საშუალების თვლებზე სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გა­კე­თ­ე­ბის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 12 მარტის №12 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქ­ა­რ­თ­ველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21/03/2012, სარეგისტრაციო კოდი: 3101120000.35.132.016102) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის  „კ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგეს :“.

ბ) დადგენილების მე-10-მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის უფლებას აძლევს პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.

11. პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ, ამ დად­გე­ნი­ლე­ბ­ი­ს მე-9 პუნქტით გათ­ვა­ლ­ის­­წ­ინე­ბულ პირს ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეცი­ა­ლ­უ­რი საშუალებებით ბლოკირების მოხსნის უფლება ეძლევა შემდეგი დოკუმენტების წარმოდ­გე­ნ­ის შემდეგ:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მო­ხსნის სა­ფა­სუ­რის და­მადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მო­ხსნას ითხოვს პირი, რომელიც ავტოსატრან­ს­პო­რ­­ტო საშუა­ლე­ბის სარეგისტრაციო მოწმობაში არ არის რეგისტრირებული მესაკუთ­რედ, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგი­ს­ტ­რ­აციო მოწმობაში მესაკუთრედ რე­გი­ს­ტრირებული პირის მიერ გაცემული მინდობილობა, რომე­ლ­იც დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით;

ე) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირე­ბის მო­ხსნას ითხოვს ავტოსატრან­ს­პო­რ­­ტო საშუალების სარეგისტრა­ც­იო მოწმობაში მესაკუთ­რედ რე­გისტრირებული პირის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შე­­საბამისი დოკუმენტის ასლი;

ვ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხება საწარმოს, დაწესებულების ან ორგა­ნი­ზა­ც­ი­ის ბალანსზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მო­ხსნის მოთხოვნისას შე­ი­ძლება წარმოდგენილ იქნეს:

ვ.ა) საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ­­­ან/და მათი ტერიტორიული ორგანოს (წა­რ­მ­ომადგენლობის) მიერ საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის თანამშრომელზე გაცემული მინდობილობა, რომელიც არ საჭიროებს სანოტარო წე­სით დადასტუ­რე­ბას;

ვ.ბ) სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგა­ნი­ზა­ციის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუა­ლების მატერიალურ-ტექნიკურ მდგო­მა­რე­ობაზე პასუხისმგებლობას.“;

გ) დადგენილების მე-13-მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი საფასურის ამოღებას ახორ­ციე­ლებს პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო საფასური ირიცხება პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე და წარმოა­დ­გენს მის საკუთ­რ­ე­ბას.

14. დაევალოს პარკირების ორგანიზების განმახორციელებელ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირს შეიმუშაოს ავ­ტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეცი­ა­ლ­უ­რი საშუალებებით ბლოკირების გაკეთე­ბ­ა­სთან და მოხ­სნას­თ­ან, ასევე შესაბამის საქარე მინაზე ამ დადგენილების მე-6 პუნქტის შე­სა­ბა­მისად გამაფრ­თ­ხი­ლე­ბე­ლი ნი­შ­­ნ­ის განთავსებასთან და­კ­ა­ვ­შირებული სხვა ორგანიზაციული საკი­თ­ხები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე