სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

  • Word
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.168.016055
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
11
13/03/2012
ვებგვერდი, 19/03/2012
200230000.35.168.016055
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/03/2012 - 07/09/2012)

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილებ 11

2012 წლის 13 მარტი

ქ. სიღნაღი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, 202-ე და 204-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის 50 დადგენილების შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შემოღებულ იქნეს ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე №1 დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 იანვრის №5 დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე   . ზედელაშვილი

დანართი №1

ადგილობრივი (ქონების ) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე 3-ჯერ;

ბ ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე-2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე-1,5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე,რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს -3-ჯერ.

    მუხლი 2

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის,გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევებისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

2. სალიზინგო კომპანიისათვის ლიზინგის მთელი პეროდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე შეადგენს:

ა) სათიბებისათვის (მათ შორის, გაკულტურებული სათიბებისათვის) 20 ლარს;

ბ) საძოვრებისათვის (მათ შორის, გაკულტურებული საძოვრებისათვის) 16 ლარს;

გ) სახნავისათვის (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე 86 ლარს;

დ) ტყის მიწებზე, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით:

დ.ა) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 20 ლარს;

დ.ბ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარს;

დ.გ) სახნავებისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოზე – 40 ლარს.

    მუხლი 5

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული კოეფიციენტი შეადგენს:

ა) ქ.სიღნაღის და ქ.წნორის ტერიტორაზე 0.28 ;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,გარდა მე-5 მუხლის „ა“ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერიტორიისა 0.14 .

 

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი (ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

ქ.სიღნაღი და ქ. წნორი

0,24

0.28

0,067

2.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე(გარდა ქ.წნორი და ქ.სიღნაღი)

0.24

0.14

0.033

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  მუხლი 6

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი (ერთ კვ.მეტრზე განისაზღვროს ტერიტორიული კოეფიციენტის გამრავლებით საბაზისო განაკვეთზე 0,24 და წელიწადში შეადგენს;

1. ქ.სიღნაღი და ქ. წნორი 0.067 ლარი .

2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარდა ქ.სიღნარისა და ქ.წნორისა 0,033 ლარი.

    მუხლი 7

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 8

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.