,,სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის #11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/09/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.168.016061
17
07/09/2012
ვებგვერდი, 14/09/2012
200230000.35.168.016061
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის #11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2012 წლის 7 სექტემბერი

ქ. სიღნაღი

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“  206-ე  მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ1“ და ,,ჰ2“ ქვეპუნქტებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის  მე-4  პუნქტის  შესაბამისად   სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის  შესახებ“  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №11  დაგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში, მე-8 მუხლს  დაემატოს მე-2 პუნქტი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული და მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირების თანასაკუთრებაში არსებული ფართობების პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი  მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ზედელაშვილი