საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016748
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
75
29/02/2012
ვებგვერდი, 05/03/2012
040030000.10.003.016748
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/03/2012 - 24/12/2013)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 75

2012 წლის 2 9 თებერვალი

. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის აპოლონ ქუ­თათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემი2012 წლის 20 მარტამდე რეორ­განიზებულ იქნეს არასამეწარმეო (არა­კომერციულ) იური­დი­­ულ პირად – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელ­მწიფო სამხატვრო აკადემიად.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემი ჩაი­თ­ვალოს საჯარო სამართლის იუ­რი­დი­უ­ლი პირის – თბილისის აპოლონ ქუ­თათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის უფლებამო­ნაცვ­ლედ.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბი­ლი­სის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შესრულება დაევალოს ირინე პოპიაშვილს, რომ­ლის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით რექტორის არჩევამდე.

4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გა­ნა­­ხორციელოს:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილი­სის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რე­გის­­ტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­დიუ­ლი პირების რეესტრში და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონ­მდებ­ლობით გათ­ვალისწინებული ღონისძიებები;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილი­სის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროგრამული დაფინანსება.

5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პი­რის – თბილი­სის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამ­ფუძ­­ნებ­­ლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს სა­ქარ­­თვე­ლოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პი­რის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამ­ხატვ­რო აკადემიისათვის ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგე­ნი­ლი წე­სით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი . გილაური