არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის (საიდენტიფიკაციო კოდი 203851545) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის (საიდენტიფიკაციო კოდი 203851545) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ
დოკუმენტის ნომერი 359
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017524
359
24/12/2013
ვებგვერდი, 25/12/2013
040030000.10.003.017524
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის (საიდენტიფიკაციო კოდი 203851545) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №359

2013 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის (საიდენტიფიკაციო კოდი 203851545) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ

მუხლი 1
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კა­ნონის მე-13 მუხლისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის  შესაბამისად:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – თბილისის აპოლონ ქუ­თათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია  (საიდენტიფიკაციო კოდი − 203851545)  2014 წლის პირველ აპრილამდე გარდაიქმნას (რეორ­განიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდი­ულ პირად –  თბილისის აპოლონ ქუ­თათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიად და მის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური), ასევე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  თბილისის აპოლონ ქუ­თათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ჩაით­ვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –  თბილისის აპოლონ ქუ­თათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის  (საიდენტიფიკაციო კოდი − 203851545)  სამართალმემკვიდრედ.

 3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განა­ხორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –  თბილისის აპოლონ ქუ­თათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის (საიდენტიფიკაციო კოდი − 203851545)  გარდაქმნასთან (რეორგანიზაციასთან) დაკავშირებული კანონმდებ­ლობით გათ­ვალისწინებული ღონისძიებები.

4. საჯარო სამართლის იურიდი­ული პირის – თბილისის აპოლონ ქუ­თათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამ­ფუძ­­ნებ­­ლად განისაზღვროს  სახელმწიფო,  რომელსაც წარმოადგენს სა­ქარ­­თვე­ლოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

5.ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდი­ული პირის – თბილისის აპოლონ ქუ­თათელაძის სახელობის სახელ­მ­წი­ფო სამხატვრო აკადემიის  რეორგანიზაციის შესახებ“ საქართ­ველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის  №75 დადგენილება 2014 წლის 1 აპრილიდან.

6. ამ დადგენილების მე-5 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს სსიპ –საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუ­თათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის  (საიდენტიფიკაციო კოდი − 203851545)  რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება 2014 წლის 1 აპრილიდან.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი