დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016747 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/03/2012 - 24/12/2013)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 74
2012 წლის 2 9 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 2012 წლის 20 მარტამდე რეორგანიზებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტ ად.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართვე ლოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ს უფლებამონაცვლედ.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქარ თველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შესრულება დაევალოს ნოშრევან ჩხაიძეს, რომლის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს კანონმდებლობით დადგენილი წესით რექტორის არჩევამდე.
4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განახორციელოს:
ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქარ თველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამული დაფინანსება.
5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქარ თველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწი ფო უნივერსიტეტისათვის ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები