დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 203851028) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 367 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.017534 |
|
| მუხლი 1 |
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად: 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი(საიდენტიფიკაციო კოდი − 203851028) 2014 წლის პირველ აპრილამდე გარდაიქმნას (რეორგანიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტად და მის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური), ასევე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 203851028) სამართალმემკვიდრედ. 3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 203851028) გარდაქმნასთან (რეორგანიზაციასთან) დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. 5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №74 დადგენილება 2014 წლის 1 აპრილიდან. 6. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 203851028) რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება 2014 წლის 1 აპრილიდან. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები