საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილის სათანადო სახის დაზღვევით უზრუნველყოფის წესისა და პირობების დადგენის თაობაზე

  • Word
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილის სათანადო სახის დაზღვევით უზრუნველყოფის წესისა და პირობების დადგენის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 290160000.22.038.016099
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
31
29/02/2012
ვებგვერდი, 09/03/2012
290160000.22.038.016099
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილის სათანადო სახის დაზღვევით უზრუნველყოფის წესისა და პირობების დადგენის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/03/2012 - 22/04/2014)

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

 ბრძანება №31

2012 წლის 2 9 თებერვალი

ქ. თბილისი

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილის სათანადო სახის დაზღვევით უზრუნველყოფის წესისა და პირობების დადგენის თაობაზე

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. დამტკიცდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილის სათანადო სახის დაზღვევით უზრუნველყოფის წესი და პირობები თანდართული სახით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ. კალმახელიძე

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილის სათანადო სახის დაზღვევით უზრუნველყოფის წესი და პირობები

    მუხლი 1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მსჯავრდებულის სათანადო დაზღვევის პირობები

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სასამართლო განაჩენის და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს (შემდგომში ადგილობრივი საბჭო) გადაწყვეტილების აღსრულებისას, მსჯავრდებულს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დროს, შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) უზრუნველყოფ სათანადო სახის დაზღვევით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაზღვევა ნიშნავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულებისას, მსჯავრდებულის დაზღვევას უბედური შემთხვევისგან და საწარმოო ტრავმისგან.

3. შესასრულებელი სამუშაოს სახის, სიმძიმისა და პირობების გათვალისწინებით, დასაზღვევ მსჯავრდებულთა კონტიგენტს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს პრობაციის ეროვნული სააგენტო.

4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის მაქსიმალური ოდენობა ყოველ დაზღვეულ მსჯავრდებულზე არ უნდა აღემატებოდეს საათში 8 თეთრს.

5. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილის ამ ბრძანებით განსაზღვრული დაზღვევით უზრუნველყოფა პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასაბიუჯეტო შემოსულობებიდან მიღებული სახსრები.

    მუხლი 2. მსჯავრდებულის დაზღვევით უზრუნველყოფის წესი

1. „არასაპატიმრო სასაჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების მიზნით, ამ ბრძანების შესაბამისად, პრობაციის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, დებს შესაბამის ხელშეკრულებას სადაზღვევო კომპანიასთან.

2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სასამართლო განაჩენისა და ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების ასლის პრობაციის ბიუროს მიერ აღსასრულებლად მიღებისა და მსჯავრდებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოს განსაზღვრის შემდეგ, პრობაციის ბიურო მიმართავს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს კონკრეტული მსჯავრდებულის სათანადო დაზღვევით უზრუნველყოფის საკითხის გადასაწყვეტად.

3. პრობაციის ეროვნული სააგენტო ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაწყებამდე, წყვეტს მსჯავრდებულის დაზღვევის საკითხს.