საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

  • Word
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 31/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016049
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2
24/02/2012
ვებგვერდი, 01/03/2012
010250020.35.130.016049
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/03/2012 - 25/01/2013)

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 2

2012 წლის 24 თებერვალი

. საჩხერე

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღრის წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად:

  მუხლი 1. დადგენილი იქნ მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი – 189,4 ოდენობით .

მუხლი 2. დადგენილ იქნეს . საჩხერის ზონირება ერთი ზონის ფარგლებში და განისაზღვროს ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – 1-ის სიდიდით .

მუხლი 3. დამტკიცებულ იქნეს . საჩხერისათვის 1 კვ . მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 15 ლარი . გაანგარიშებული ფორმულით CN/15ლარი /=0,33X1X0,24X189,4, სადაც:

1. CNარის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი .

2. 0,33–არის . საჩხერის მაკრომდებარეობის ინდექსი განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის , 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული , არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის ” №1 დანართის შესაბამისად .

3. 1 – არის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ლოკალური ტერიტორიული ინდექსი .

4. 0,24 – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად 1 კვ . მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი .

5. 189,4 – არის საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი .

მუხლი 4. დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ . მეტრი არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი , . საჩხერისათვის დაწესებული ფასის 30% – 4,5 ლარი .

მუხლი 5. დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (გომი -საჩხერე -ჭითურა -ზესტაფონი და ჭიათურა -უსახელო -კორბოული ) 50 რადიუსში (ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50–50 მეტრი ) არსებული 1 კვ . მეტრი არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი , . საჩხერისათვის დაწესებული ფასის 50% – 7,5 ლარი . ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დადგენილების მესამე და მეოთხე მუხლები .

მუხლი 6. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ .“. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №3 დადგენილება .

მუხლი 7. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე .

საკრებულოს თავჯდომარე   . აბჟანდაძ