დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.130.016049 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/03/2012 - 25/01/2013)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 2
2012 წლის 24 თებერვალი
ქ . საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად:
მუხლი 1. დადგენილი იქნეს მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი – 189,4 ოდენობით .
მუხლი 2. დადგენილ იქნეს ქ . საჩხერის ზონირება ერთი ზონის ფარგლებში და განისაზღვროს ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – 1-ის სიდიდით .
მუხლი 3. დამტკიცებულ იქნეს ქ . საჩხერისათვის 1 კვ . მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 15 ლარი . გაანგარიშებული ფორმულით CN/15ლარი /=0,33X1X0,24X189,4, სადაც:
1. CN–არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი .
2. 0,33–არის ქ . საჩხერის მაკრომდებარეობის ინდექსი განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის , 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული , არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის ” №1 დანართის შესაბამისად .
3. 1 – არის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ლოკალური ტერიტორიული ინდექსი .
4. 0,24 – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად 1 კვ . მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი .
5. 189,4 – არის საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი .
მუხლი 4. დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ . მეტრი არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი , ქ . საჩხერისათვის დაწესებული ფასის 30% – 4,5 ლარი .
მუხლი 5. დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (გომი -საჩხერე -ჭითურა -ზესტაფონი და ჭიათურა -უსახელო -კორბოული ) 50მ რადიუსში (ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50–50 მეტრი ) არსებული 1 კვ . მეტრი არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი , ქ . საჩხერისათვის დაწესებული ფასის 50% – 7,5 ლარი . ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დადგენილების მესამე და მეოთხე მუხლები .
მუხლი 6. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ .“. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №3 დადგენილება .
მუხლი 7. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარე ნ . აბჟანდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები