დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.110.016080 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/02/2012 - 28/02/2013)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2012 წლის 13 თებერვალი
ქ. აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს №1 დანართის მიხედვით.
2. დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №3 დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია
დანართი №1
აბაშის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განაკვეთები
1. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) განისაზღვრება, შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K , სადაც:
ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG – არის აბაშის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,47-ს;
გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან ქალაქ აბაშაში ზონირება არ ხორციელდება);
დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა განისაზღვროს 140-ით.
2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. აბაშაში 1მ 2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
| IMG | ITL | C | K | CN |
| 0,47 | 1 | 0,24 | 140 | 15,792 |
3. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ, „საერთაშირისო და შიდასახელმწიფროებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშირისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი-სენაკი-ლესელიძე) 50მ რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით, ანუ 15,792 ლარით.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ, „საერთაშირისო და შიდასახელმწიფროებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ», საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფროებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის (აბაშა–მარტვილი და აბაშა–გაღმა კოდორი–გულეიკარი–ჯაპანა) 50მ რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, ანუ 7,896 ლარით.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზრვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, ანუ 7,896 ლარით, ხოლო დასახლებათა შორის არეალებში, გარდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50მ რადიუსში არსებული არეალებისა, 25%-ის ოდენობით, ანუ 3,948 ლარით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები