ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 30/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.136.016081
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
02
27/01/2012
ვებგვერდი, 13/02/2012
140060000.35.136.016081
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/02/2012 - 30/03/2012)

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №02

2012 წლის 27 იანვარი

დაბა ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ’’ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება თანდართული დანართის შესაბამისად

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის 31 დადგენილება (სსმ , 52, 17.11.2010წ).

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           . თავართქილაძე   

დანართი

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. ეს დებულება განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ-ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, აწესრიგებს მოხელეთა უფლება-მოვალეობებს.

2. სამსახური წარმოადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს.

3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს დებულება.

4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით.

5. სამსახურის ადგილსამყოფელია: დაბა ხულო, თამარ მეფის ქ №17.

    მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები:

სამსახურის ფუნქციებს წარმოადგენს:

 ა) ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაბამისი საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება;

 ბ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა სახანძრო სალიკვიდაციო სამუშაოებში.

 გ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება.

 დ) სახანძრო ძალებისა და საშუალებების მართვის ერთიანი სისტემების შექმნა.

 ე) სხვადასხვა სახეობის სამსახურებთან ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება.

 ვ) სახანძრო ძალებისა და საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;

 ზ) ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებისათვის სახანძრო ძალებისა და საშუალებების გამოყენება;

 თ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების ორგანიზება და განხორციელება.

 ი) გამოძახების მიღების და რეგისტრაციის, აგრეთვე საინფორმაციო სისტემების მუშაუნარიანობის უზრუნველყოფა;

 კ) დიდი ხანძრების, აგრეთვე ავარიების, კატასტროფების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში სახანძრო დაცვის მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის ჩაბმის ორგანიზება;

 ლ) ხანძრის, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სახანძრო სიტუაციის შემთხვევაში სხვა სახანძრო ძალებისა და საშუალებების ჩაბმა;

 მ) სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შესრულებაში მონაწილეობა ;

 ნ) თანამშრომელთა ფიზიკური, თეორიული, სპეციალური და ფსიქოლოგიური მომზადების უზრუნველყოფა, საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად მზადყოფნა.

ო) განსაცდელში მყოფ ადამიანებზე დახმარების აღმოჩენა;

პ) განახორციელოს დაზარალებულთა მოძიება, მიიღოს ზომები მათ გადასარჩენად, აღმოუჩინოს მათ პირველადი და სხვა სახის დახმარება;

ჟ) საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას დაიცვას სამაშველო სამუშაოების ჩატარების ტექნოლოგია, შეასრულოს რეაგირების ძალების ხელმძღვანელობის ბრძანებები;

რ) მოსახლეობას განუმარტოს უსაფრთხოების მოთხოვნები საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით და მისი წარმოშობის შემთხვევაში აუცილებელი მოქმედების თანმიმდევრობის შესახებ;

ს) მიიღოს მონაწილეობა ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში;

ტ) საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს მეზობელ მუნიციპალიტეტებში სამაშველო საქმიანობაში;

უ) საცხოვრებელი სახლების ხანძრების ლიკვიდაციის დროს იზრუნოს მატერიალურ ფასეულობათა გადარჩენაზე.

ფ) დაიცვას უსაფრთოების წესები სამუშაოების შესრულებისას;

ქ) შეასრულოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობები.

    მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის და სამსახურის მოხელეების უფლებამოსილება განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

    მუხლი 4. სამსახურის მართვა

1. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეთა შორის;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოხელეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოხელეთა შვებულებების გამოყენების, მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

    მუხლი 5. სამსახურის პერსონალი

1. სამსახურის პერსონალი შედგება მოხელეებისაგან, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო განრიგით.

2. სამსახურის მოხელეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

3. სამსახურის მოხელეები:

ა) სამსახურის უფროსს წარუდგენენ თავიანთსაქმიანობის შესახებ ანგარიშს;

ბ) საკუთარი მოვალეობების შესრულებისას ამზადებენ და ხელს აწერენ შესაბამის დოკუმენტაციას, იძლევიან სათანადო დასკვნებს, შეისწავლიან და წარმოადგენენ წინადადებებს, პროექტებს და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას მათზე დაკისრებული მოვალეობებისა და ცალკეული დავალებების ფარგლებში;

გ) ასრულებენ ამ დებულებით, შინაგანაწესით, გამგებლის და სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს.

    მუხლი 6. სამსახურის ქონება და  ფინანსები

1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ხულოს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას.

2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების მართვისა და გამოყენების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. სამსახურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ხულოს ბიუჯეტი.