„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 30/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.136.016094
  • Word
15
30/03/2012
ვებგვერდი, 11/04/2012
140060000.35.136.016094
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2012 წლის 30 მარტი

დაბა ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის 02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №02 დადგენილებაში (სსმ, 13.02.2012.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.“ .

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სამსახურის მართვა

1. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი . სამსახურის უფროსის და სამსახურის მოხელეების უფლებამოსილება განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით , ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით , სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის უფროსი:

ა) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეთა შორის;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოხელეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოხელეთა შვებულებების გამოყენების, მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ.

4. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

5. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. .

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. სამსახურის მოხელეები

1. სამსახურის მოხელეების რაოდენობა განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო განრიგით.

2. სამსახურის მოხელეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

3. სამსახურის მოხელეები :

ა) სამსახურის უფროსს წარუდგენენ თავიანთ საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

ბ) საკუთარი მოვალეობების შესრულებისას ამზადებენ და ხელს აწერენ შესაბამის დოკუმენტაციას, იძლევიან სათანადო დასკვნებს, შეისწავლიან და წარმოადგენენ წინადადებებს, პროექტებს და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას მათზე დაკისრებული მოვალეობებისა და ცალკეული დავალებების ფარგლებში;

გ) ასრულებენ ამ დებულებით, შინაგანაწესით, გამგებლის და სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს. .

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე               ნ. თავართქილაძე