დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.117.016089 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/02/2012 - 02/03/2012)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №05
2012 წლის 01 თებერვალი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებელი:
ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის;
ბ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2
1. მოსაკრებელის ოდენობა მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის განისაზღვროს ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით.
2. მოსაკრებლის ოდენობა სათამაშო ბიზნესის განისაზღვროს სახეობების მიხედვით:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში – 1 500 (ათას ხუთასი) ლარით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით;
ე) ლატარიის მოწყობაზე – ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20% -ისა;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 000 (ერთი ათასი) ლარით.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 06 აპრილის №12 დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი ამოქმედება განისაზღვროს 2012 წლის 5 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ფარჯანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები