დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 01 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.117.016105 |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2012 წლის 19 მარტი
ქ. ამბროლაური
,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 01 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 01 თებერვლის №05 დადგენილების (სსმ, ვებ გვერდი, 09/02/2012) პრეამბულაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 და მე-6 მუხლების, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ფარჯანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები