დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 138 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 27/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.160.016121 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/02/2012 - 15/02/2012)
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №138
2012 წლის 27 იანვარი
ქ . რუსთავი
თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტების, და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე -7 მუხლის პირველი ნაწილის, 202 -ე, 204 -ე მუხლების, 206 -ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის და „სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №72 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ . გურგენიძე
დანართი
ქონების გადასახადის განაკვეთები
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
2. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
3. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი.
4. სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე -2 ნაწილიდან გამომდინარე):
| № | მიწის კატეგორიები | გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა |
| 1 | სათიბები (მათ შორის გაკულტურებული) | 27 |
| 2 | საძოვრები (მათ შორის გაკულტურებული) | 22,50 |
| 3 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები | 3 |
| 4 | ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები | 24 |
| 5 | კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვ.) მიწები | 105 |
5. ქონების (არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის) გადასახადის განაკვეთი:
| ზონა | ტერიტორიული კოეფიციენტი | გადასახადის განაკვეთი ლარი/კვ.მ |
| I – ზონა
მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე -ჭალისა და სასაფლაოს ტერიტორიისა |
1,05 |
0,252 |
| II – ზონა ტყე-ჭალა | 0,70 | 0,168 |
| III – ზონა
სასაფლაოს ტერიტორია | 0,665 | 0,1596 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები