„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 149
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი 05/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 23/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.160.016132
  • Word
149
05/03/2012
ვებგვერდი, 09/03/2012
200230000.35.160.016132
„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №149

2012 წლის 5 მარტი

ქ. რუსთავი

„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და „სასოფლო -სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწების ქონების გადასახადის წლიური საბაზო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №138 დადგენილების (სსმ, 01.02.2012, 200230000.35.160.016121) პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

„4.     სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე -2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

№

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

27

2

საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

22,50

3

სახნავი (მათ შორის: მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)

105

4

საკარმიდამო

105

5

ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით

47

6

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

3

                                                                                                                                                   “.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე            კ. გურგენიძე