სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

  • Word
სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.155.016069
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3
20/01/2012
ვებგვერდი, 26/01/2012
200140030.35.155.016069
სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (26/01/2012 - 17/02/2012)

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2012 წლის 20 იანვარი

ქ. წალკა

სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი თანდართული დანართის მიხედვით .

    მუხლი 2

დადგენილების ამოქმედებიდან ძალდაკარგულად ჩაითვალოს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 აპრილის №28 დადგენილება „სახელმწიფოსა და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის თაობაზე“.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომრე დ. მაჩიტიძე

 

დანართი

სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“)გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG x ITL x C x K, სადაც :

ა) CN არის 1 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ;

ბ) IMG არის ქ. წალკის მაკრომდებარეობის ინდექსი,რომელიც უდრის 0,23-ს ;

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს ;

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და უდრის 0,24-ს ;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელკოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 20-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. წალკის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთ) კვადრატულ მეტრზე მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:

 

 IMG

 ITL

 C

 K

 CN

 0.23

 1

 0.24

 20

 1.104

 

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისათვის:

ა) დაბებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. წალკის დადგენილი ფასის 50% ოდენობით და იგი შეადგენს 0,552 ლარს;

ბ) სოფლებში: მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. წალკის დადგენილი ფასის 30% ოდენობით და იგი შეადგენს 0,3312 ლარს;

გ) წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. წალკის დადგენილი ფასის 25% ოდენობით და იგი შეადგენს 0,276 ლარს;

დ) წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. წალკის დადგენილი ფასის 50% ოდენობით და იგი შეადგენს 0,552 ლარს.