დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს კონტროლის პალატის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 9/37 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე |
მიღების თარიღი | 16/01/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/01/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320000.20.013.016008 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/01/2012 - 26/06/2012)
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
2012 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების, ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის 21 პუნქტისა და 262 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 240-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანდართული ფორმა.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოქმის ფორმა დამტკიცდეს შემდეგი დამცავი ნიშნებით:
ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ანათებს ულტრაცისფერ სხივებში;
ბ) ექსკლუზიური გილიოშური ბადე;
გ) წყლის ნიშანი (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ლოგოტიპი);
დ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება „სახელმწიფო აუდიტის სამსახური“.
3. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები – პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურისა და აუდიტის განმახორციელებელი მოსამსახურეები.
4. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის განმახორციელებელი მოსამსახურეები.
5. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი.
6. (ამოღებულია - 26.06.2012წ, №94/37 ).
7. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური პირების, იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ქონებაზე (მათ შორის საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი.
8 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ბეჟაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №94/37 - ვებგვერდი, 26.06.2012წ.
დოკუმენტის კომენტარები