საქართველოს კონტროლის პალატის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

საქართველოს კონტროლის პალატის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9/37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 16/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 16/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320000.20.013.016008
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9/37
16/01/2012
ვებგვერდი, 18/01/2012
010320000.20.013.016008
საქართველოს კონტროლის პალატის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/01/2012 - 26/06/2012)

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

ბრძანება 9/37

2012 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №94/37 - ვებგვერდი, 26.06.2012წ.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების, ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის 21 პუნქტისა და 262 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 240-ე მუხლის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანდართული ფორმა.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №94/37 - ვებგვერდი, 26.06.2012წ.

2.  ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოქმის ფორმა დამტკიცდეს შემდეგი დამცავი ნიშნებით:

ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ანათებს ულტრაცისფერ სხივებში;

ბ) ექსკლუზიური გილიოშური ბადე;

გ) წყლის ნიშანი (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ლოგოტიპი);

დ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება „სახელმწიფო აუდიტის სამსახური“.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №94/37 - ვებგვერდი, 26.06.2012წ.

3. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურისა და აუდიტის განმახორციელებელი მოსამსახურეები.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №94/37 - ვებგვერდი, 26.06.2012წ.

4. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის განმახორციელებელი მოსამსახურეები.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №94/37 - ვებგვერდი, 26.06.2012წ.

5. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №94/37 - ვებგვერდი, 26.06.2012წ.

6. (ამოღებულია - 26.06.2012წ, №94/37 ).

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №94/37 - ვებგვერდი, 26.06.2012წ.

7. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური პირების, იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ქონებაზე (მათ შორის საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №94/37 - ვებგვერდი, 26.06.2012წ.

8 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ბეჟაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №94/37 - ვებგვერდი, 26.06.2012წ.