„სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“

  • Word
„სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 21/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.158.016066
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2
16/01/2012
ვებგვერდი, 23/01/2012
200140030.35.158.016066
„სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (23/01/2012 - 07/02/2012)

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

    2012 წლის 16 იანვარი

ქ. ბოლნისი                                                                                                

სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

  ,, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის ,,’’ ქვეპუნ ტის, ,, ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25- ე მუხლის პირველი პუნქტის ,,’’ ქვეპუნ ტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების ,, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

1. სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში მიწის ნორმატიული ფასი) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG x ItL x Cx K, სადაც:

) CNარის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

) IMG არის . ბოლნისის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,38-;

) It L არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-;

) C – არის არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 200-.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით:

ა) ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 18,24 ლარით;

ბ) დაბა კაზრეთში და დაბა თამარისში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ბოლნისისთვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12 ლარს;

გ) სოფლებში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ბოლნისისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით და შეადგენს 5,472 ლარს.

3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრული შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ბოლნისისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფასები.

 

 

 

    მუხლი  2

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ივნისის 36 დადგენილება.

 

    მუხლი  3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    საკრებულოს თავმჯდომარე                  ნ . საბიაშვილი