მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8/37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 16/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 03/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.20.013.016007
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8/37
16/01/2012
ვებგვერდი, 17/01/2012
190040000.20.013.016007
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/01/2012 - 15/10/2012)

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

ბრძანება 8/37

2012 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 341 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №166/37 - ვებგვერდი, 16.10.2012წ.

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის უფლება აქვს ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სერტიფიცირებულ აუდიტორს.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №166/37 - ვებგვერდი, 16.10.2012წ.

 2. ამ ბრძანების პირველი პუნქტის ამოქმედებამდე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესასრულებლად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის უფლება მიენიჭოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აუდიტორული საქმიანობის უფლების მქონე პირს (აუდიტორი/აუდიტური ფირმა), რომელსაც აქვს აუდიტორული საქმიანობის არანაკლებ 3 -წლიანი გამოცდილება.

3. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტი ტარდება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის ( IFAC) მიერ დადგენილი აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით.

4. ეს ბრძანება, გარდა პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ამ ბრძანების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №166/37 - ვებგვერდი, 16.10.2012წ.

. ბეჟაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

     1. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №166/37 - ვებგვერდი, 16.10.2012წ.