ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 24/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.118.016051
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01
13/01/2012
ვებგვერდი, 23/01/2012
210020010.35.118.016051
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/01/2012 - 20/06/2024)

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №01

2012 წლის 13 იანვარი

ქ. ონი

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, ,,სათამასო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკებულომ დაადგინა:

მუხლი 1. შემოღებულ იქნეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და განისაზღვროს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით შემდეგი ოდენობით:

1. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე 15 000 ლარი კვარტალში;

2. თითოეულ სათამაშო აპარატზე 1500 ლარი კვარტალში;

3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე საპრიზო ფონდის 10 %;

4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე 30 000 ლარი კვარტალში;

5. ლატარიის მოწყობაზე ლატარიის ბილეთების რეალიზებიდან მიღებული ამონაგების10 %;

6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე   5 000 ლარი კვარტალში.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე შ . ჯაფარიძე