დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.118.016409 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისა (N 2587-XIმს-Xმპ, 09.02.2023 წ) და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 25 000 ლარი; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3 000 ლარი; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებზე: დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი; დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი; დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი; ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 5000 ლარი; ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 7 000 ლარი. 2. მოსაკრებლების ანგარიშგება და გადახდა ხორციელდება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №01 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 23/01/2012, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.118.016051
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები