თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 15/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016079
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
4
16/01/2012
ვებგვერდი, 20/01/2012
010260020.35.154.016079
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/01/2012 - 20/02/2012)

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2012 წლის 16 იანვარი

დაბა თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე , თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1

დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის თანდართული დებულება.

  მუხლი 2

დადგენილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე                   გ. წიკლაური

 

 

 

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების

სამსახურის დებულება

       მუხლი 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური

 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას.

  2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

      მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

  სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

  ა) შესაბამის ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებასა და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდებას;

  ბ) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

 გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;

 დ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კონსოლიდაციასა და დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის მიწოდება ;

 ე) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა ;

 ვ) თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაციონალურად გამოყენების, ხარისხიანი თესლის, ნერგის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადება და მიწოდებას დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის;

 ზ ) მუნიციპალიტეტში არსებული აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესწავლა და მათი სრულფასოვანი ათვისებისათვის სათანადო ღონისძიებების დასახვას;

 თ ) სახნავი მიწების, მრავალწლიანი ნარგავების, სათიბებისა და საძოვრებით დაკავებული ფართობების შესახებ ინფორმაციების მოპოვებას;

  ი) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

     მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-18 მუხლისა და ამ დებულების შესაბამისად.

  3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

 4. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და ამ დებულების შესაბამისად.

 5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.