დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 16 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.154.016086 |
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 11
201 2 წლის 20 თებერვალი
დაბა თიანეთი
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 16 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 16 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ, 20.01.2011, 010260020.35.154.016079) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5 სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესი განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ . წიკლაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები