სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ

  • Word
სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.166.016047
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2
05/01/2012
ვებგვერდი, 12/01/2012
210020010.35.166.016047
სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/01/2012 - 07/10/2014)

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №2

 2012 წლის 5 იანვარი

 ქ. გურჯაანი

სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ

 ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ბ” ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად,

 1. შემოღებულ იქნეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

 ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარის ოდენობით;

 ბ) თთოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში 2000 ლარის ოდენობით;

 გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე საპრიზო ფონდის 10%;

 დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარის ოდენობით;

 ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15 %;

 ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კვარტალში 1000 ლარის ოდენობით.

 3. მოსაკრებლის გადამხდელი, მოსაკრებლის ობიექტები, მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი, აგრეთვე, მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება და პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით.

 4. ძალადაკარგულად იქნს ცნობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2009 წლის 31 მარტის №19 დადგენილება სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ” ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე.

 5. მე-2 მუხლის დ” , ე” დავ” პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 6. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                   ზ. იაგანაშვილი