„სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.166.016300
3
16/01/2017
ვებგვერდი, 17/01/2017
210020010.35.166.016300
„სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2017 წლის 16 იანვარი

ქ. გურჯაანი

 

„სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველის პუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის  შესაბამისად,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 იანვრის №2 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 12/01/2012 წ., 210020010.35.166.016047) და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

 ა)  თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით;

 ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარის ოდენობით;

 გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

 დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;

 ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15 %;

 ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 ლარის ოდენობით;

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 4000 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი