დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.027.016228 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/01/2012 - 27/01/2025)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №3
2012 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესი
მუხლი 1. ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების მიზანი
ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების მიზანია ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად ისეთი პირების შერჩევა , რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიული მომზადების დონით , ზნეობრივი თვისებებით და შეუძლიათ უზრუნველყონ მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის სანოტარო მომსახურების შეთავაზება.
მუხლი 2. კონკურსის ფორმა
კონკურსი ტარდება ზეპირი – გასაუბრების ფორმით, ნოტარიუსობის კანდიდატის მიერ ნოტარიუსის თანამდებობაზე დასანიშნად იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვიდან 4 თვის ვადაში.
მუხლი 3. საკონკურსო კომისია
1. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად იქმნება საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია).
2. კომისიის შემადგენლობაში შედის კომისიის თავმჯდომარე და 3 წევრი.
3. ნოტარიუსობის კანდიდატთან გასაუბრებას უნდა ესწრებოდეს კომისიის 3 წევრი მაინც.
4. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა .
5. ნოტარიუსობის კანდიდატთან გასაუბრების შედეგები აისახება ოქმში, რომელიც წარედგინება იუსტიციის მინისტრს.
6. კომისიის ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი.
მუხლი 4. გარემოებები, რომლებიც გაითვალისწინება გასაუბრებისას
კომისიის წევრები გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ კანდიდატის კვალიფიკაციას , მუშაობის სტაჟს , სპეციალობით მუშაობის გამოცდილებას , ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაგროვებული ქულების ოდენობას , აგრეთვე სხვა გარემოებებს , რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის შესაბამისობას დასაკავებელ თანამდებობასთან.
მუხლი 5. კანდიდატის წარდგენა და დანიშვნა
1. კომისია იუსტიციის მინისტრს დასანიშნად წარუდგენს ნოტარიუსობის კანდიდატს გასაუბრებიდან 5 დღის ვადაში.
2. იმ შემთხვევაში, თუ კომისია არ წარუდგენს იუსტიციის მინისტრს დასანიშნად ნოტარიუსობის კანდიდატს ან იუსტიციის მინისტრი არ დანიშნავს ნოტარიუსობის კანდიდატს ნოტარიუსად, ნოტარიუსობის კანდიდატს არ აქვს უფლება მიმართოს იუსტიციის სამინისტროს ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის მოთხოვნით, გასაურებიდან 6 თვის განმავლობაში.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები