დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 10 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1051 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/01/2025 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.027.017537 |
1051
27/01/2025
ვებგვერდი, 27/01/2025
010320010.22.027.017537
„ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 10 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
|
„ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 10 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 10 იანვრის №3 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10/01/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.22.027.016228) დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. კანდიდატის წარდგენა და დანიშვნა 1. კომისია იუსტიციის მინისტრს ნოტარიუსობის კანდიდატს დასანიშნად წარუდგენს არსებულ კანდიდატებთან გასაუბრების დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. 2. იმ შემთხვევაში, თუ კომისია იუსტიციის მინისტრს დასანიშნად არ წარუდგენს ნოტარიუსობის კანდიდატს ან იუსტიციის მინისტრი არ დანიშნავს ნოტარიუსობის კანდიდატს ნოტარიუსად, ნოტარიუსობის კანდიდატს უფლება არ აქვს იუსტიციის სამინისტროს ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის მოთხოვნით მიმართოს მასთან გასაუბრებიდან 6 თვის განმავლობაში.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები