საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, სპეციალური სავაჭრო კომპანიის და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭების/გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე

საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, სპეციალური სავაჭრო კომპანიის და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭების/გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 641
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.016294
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
641
30/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
200250000.22.033.016294
საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, სპეციალური სავაჭრო კომპანიის და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭების/გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2011 - 19/06/2015)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 641

2011 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საწარმოსათვის/ ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, სპეციალური სავაჭრო კომპანიის და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭების/ გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის , 23- , 241 და 25-მუხლების, საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

1. საწარმოსათვის/ ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, სპეციალური სავაჭრო კომპანიის და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭება და გაუქმება, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური კომპანიებ ის, სპეციალური სავაჭრო კომპანიებ ის და საერთაშორისო საწარმოები ს რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოება განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა შემოსავლების სამსახურმა.   

2. დამტკიცდეს:

) „საწარმოსათვის/ ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, სპეციალური სავაჭრო კომპანიის და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭების/ გაუქმების წესი“ ( დანართი 1);

) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, სპეციალური სავაჭრო კომპანიის და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭების/ გაუქმების თაობაზე განცხადების ფორმა ( დანართი 2);

) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე სერტიფიკატის ფორმა ( დანართი 3);

) სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე სერტიფიკატის ფორმა (დანართი 4);

) საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭების თაობაზე სერტიფიკატის ფორმა (დანართი 5);

) საერთაშორისო ფინანსური კომპანიების, სპეციალური სავაჭრო კომპანიების და საერთაშორისო საწარმოების რეესტრის ფორმა (დანართი 6).

 

მუხლი 2.

ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, თავისუფალი საწყობის საწარმოს და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭების/გაუქმების და რეესტრის წარმოების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის №532 ბრძანება.

    მუხლი 3.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 20 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

დ. გვინდაძე

 

 

დანართი 1

საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, სპეციალური სავაჭრო კომპანიის და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭების/გაუქმების წესი

    მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

1. საწარმო საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საწარმო.

2. ფინანსური ინსტიტუტი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი 54- პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი.

3. საერთაშორისო ფინანსური კომპანია ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23- მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს „საერთაშორისო ფინანსური კომპანიის“ სტატუსი.

 4. სპეციალური სავაჭრო კომპანია საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში საქმიანობის განმახორციელებელი საწარმო, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241 მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი.

 5. საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონტროლის ზონა, რომლის საქმიანობა ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

6. საერთაშორისო საწარმო თავისუფალი ინდუსტრიული ზონაში რეგისტრირებული საწარმო, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25- მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს „საერთაშორისო საწარმოს“ სტატუსი.

 7. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის ნაირსახეობა.

 8. სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი პირი საგადასახადო ორგანოს უფროსი ან მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი (უფლებამოსილი პირი).

    მუხლი 2. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭების პროცედურები

1. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭება ხდება ფინანსური ინსტიტუტის უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე (დანართი 2), რომელიც უნდა შეიცავდეს:

) საწარმოს სახელწოდებას და სამართლებრივ ფორმას;

) საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომერს;

) საწარმოს იურიდიულ მისამართს;

) სტატუსის მოქმედების ვადას (რომელშიც შეიძლება მიეთითოს „ უვადო“ ან კონკრეტული წელი);

) განცხადების წარდგენის თარიღს და უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას.

2. განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს ”ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მე- 2 მუხლის 54-ე პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ფინანსურ ინსტიტუტს საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსი ენიჭება მომავალი კალენდარული წლებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართავს საწარმოს რეგისტრაციიდან 1 თვის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს საქმიანობის განხორციელების დღისა. ამ შემთხვევაში ფინანსურ ინსტიტუტს საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსი ენიჭება რეგისტრაციის თარიღიდან, მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის.

4. სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია განიხილოს სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადება, შეისწავლოს განცხადებაში მითითებული მონაცემების სისწორე, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა გასცეს დადგენილი ფორმის სტატუსის მინიჭების თაობაზე სერტიფიკატი ( დანართი 3) და მონაცემები შეიტანოს საერთაშორისო ფინანსური კომპანიების, სპეციალური სავაჭრო კომპანიების და საერთაშორისო საწარმოების რეესტრში (შემდგომში - რეესტრი) ( დანართი 6).

5. სტატუსის მინიჭების თაობაზე უარის შემთხვევაში, განმცხადებელს პირადად ბარდება ან ეგზავნება მოტივირებული წერილობითი პასუხი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

    მუხლი 3. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების პროცედურები

1. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი ენიჭება საწარმოს, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში, უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე (დანართი №2). განცხადება უნდა შეიცავდეს:

) საწარმოს სახელწოდებას და სამართლებრივ ფორმას;

) საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომერს;

) საწარმოს იურიდიულ მისამართს;

) განცხადების წარდგენის თარიღს და უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას.

2. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი ენიჭება მხოლოს ამ მიზნით შექმნილ საწარმოს, რეგისტრაციის თარიღიდან, მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის. საწარმომ სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს უნდა მიმართოს რეგისტრაციიდან 1 თვის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს საქმიანობის განხორციელების დღისა.

3. სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია განიხილოს სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადება, შეისწავლოს განცხადებაში მითითებული მონაცემების სისწორე, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა გასცეს დადგენილი ფორმის სტატუსის მინიჭების თაობაზე სერტიფიკატი ( დანართი 4) და მონაცემები შეიტანოს რეესტრში ( დანართი 6).

4. სტატუსის მინიჭების თაობაზე უარის შემთხვევაში, განმცხადებელს პირადად ბარდება ან ეგზავნება მოტივირებული წერილობითი პასუხი ამ მუხლის მე- 3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

    მუხლი 4. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭების პროცედურები

1. საერთაშორისო საწარმოს სტატუსი ენიჭება საწარმოს, რომელიც რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე ( დანართი 2), რომელიც უნდა შეიცავდეს:

) საწარმოს სახელწოდებას და სამართლებრივ ფორმას;

) საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომერს;

) საწარმოს იურიდიულ მისამართს;

) განცხადების წარდგენის თარიღს და უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას.

2. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საერთაშორისო საწარმოს სტატუსი ენიჭება მომავალი კალენდარული წლებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართავს საწარმოს რეგისტრაციიდან 1 თვის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს საქმიანობის განხორციელების დღისა. ამ შემთხვევაში, საწარმოს საერთაშორისო საწარმოს სტატუსი ენიჭება რეგისტრაციის თარიღიდან, მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის.

3. სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია განიხილოს სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადება, შეისწავლოს განცხადებაში მითითებული მონაცემების სისწორე, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა გასცეს დადგენილი ფორმის სტატუსის მინიჭების თაობაზე სერტიფიკატი (დანართი №5) და მონაცემები შეიტანოს რეესტრში ( დანართი 6).

4. სტატუსის მინიჭების თაობაზე უარის შემთხვევაში, განმცხადებელს პირადად ბარდება ან ეგზავნება მოტივირებული წერილობითი პასუხი ამ მუხლის მე- 3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

    მუხლი 5. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის გაუქმების წესი

1. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსი უქმდება:

) იმ კალენდარული წლისათვის, რომელსაც ფინანსური ინსტიტუტის უფლებამოსილი წარმომადგენელი მიუთითებს განცხადებაში ( დანართი 2) ფინანსური კომპანიის სტატუსის მოქმედების ვადის შესაბამისად .

) თუ ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი განცხადებით ( დანართი 2) მიმართავს საგადასახადო ორგანოს საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე. სტატუსი გაუქმებულად ითვლება იმ კალენდარული წლისათვის, რომელიც მითითებული იქნება განცხადებაში.

2. საგადასახადო ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადებით განსაზღვრული შესაბამისი ვადის დადგომიდან 10 სამუშაო დღეში, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე.

    მუხლი 6. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის გაუქმების წესი

1. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი უქმდება იმ კალენდარული წლისათვის, რომელსაც საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი მიუთითებს განცხადებაში სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე. ამასთანავე, განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

2. საგადასახადო ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე.

    მუხლი 7. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმების წესი

1. საწარმოს საერთაშორისო საწარმოს სტატუსი უქმდება იმ საანგარიშო წლისათვის, როდესაც:

) ამ საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი წარადგენს განცხადებას ( დანართი 2) საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმების თაობაზე ( საანგარიშო წლის მითითებით);

) ამ საწარმომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის/ მომსახურების მიწოდება განახორციელა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ, საქართველოს ტერიტორიაზე;

) ამ საწარმომ საქონლის/ მომსახურების მიწოდება განახორციელა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე პირზე;

) ამ საწარმოსათვის მომსახურების მიწოდებას განახორციელებს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, გარდა:

.) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის ან/ და ადმინისტრაციის მიერ დაცვის მომსახურების გაწევისა ან/ და ქონების ქირით ან იჯარით გადაცემისა;

.) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, კანალიზაციის, აუდიტორული ან/ და საკონსულტაციო მომსახურებისა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ოპერაციების განხორცილებისა ან/ და ფინანსური მომსახურების გაწევისა, აგრეთვე ძირითად საშუალებათა დადგმისა, მონტაჟისა ან/ და მშენებლობის მომსახურების გაწევისა;

.) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა.

2. საწარმოს საერთაშორისო საწარმოს სტატუსი უქმდება, თუ გაუქმდა ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელშიც ეს საწარმო ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას.

3. საგადასახადო ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ‘‘-დ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმების თაობაზე.

    მუხლი 8. სტატუსის მინიჭების და გაუქმების თაობაზე საგადასახადო ორგანოს ვალდებულებები

1. სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი პირი შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემამდე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს სტატუსის მინიჭების თაობაზე.

2. სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერტიფიკატი საწარმოს უფლებამოსილ პირს გადაეცემა პირადად ან ეგზავნება დაზღვეული საფოსტო გზავნილით.

3. სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს საწარმოს ( ჩაბარდეს პირადად ან გაეგზავნოს დაზღვეული საფოსტო გზავნილით).

                                                                       

დანართი 2

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, სპეციალური სავაჭრო კომპანიის და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭების/გაუქმების თაობაზე

 

  საერთაშორისო ფინანსური კომპანიის

  სპეციალური სავაჭრო კომპანიის

  საერთაშორისო საწარმოს

 

  სტატუსის მინიჭების თაობაზე

 სტატუსის გაუქმების თაობაზე

--------------------------------------------------------------------------------------

( საწარმოს სახელწოდება და სამართლებრივი ფორმა)

 

--------------------------------------------------------------------------------------

(საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

 --------------------------------------------------------------------------------------

 ( საწარმოს იურიდიული მისამართი)

 

--------------------------------------------------------------------------------------

(სტატუსის მოქმედების ვადა)

 

------------------------------------------------------------------------

(სტატუსის გაუქმების წელი)

 

საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი:

 

 ( ხელმოწერა)

„----- ------------------ 201.... წელი

შენიშვნა:

1. სტატუსის მოქმედების ვადა ივსება მხოლოდ საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართვისას და მიეთითება უვადო ან კონკრეტული კალენდარული წელი.

2. სტატუსის გაუქმების წელი ივსება სტატუსის გაუქმების თაობაზე განცხადებით მიმართვისას.

 

დანართი 3

საჯარო სამართლის იურიდიული პირი

შემოსავლების სამსახური

საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი

 

----------------------------------------------------------------------------------

( საწარმოს სამართლებრივი ფორმა და სახელწოდება)

 

-----------------------------------------------------------------------------------

( საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

-----------------------------------------------------------------------------------

( სტატუსის მინიჭების თარიღი)

 

-----------------------------------------------------------------------------------

(სტატუსის მოქმედების ვადა )

 

მოცემული სერტიფიკატის მფლობელი არის ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23- ე მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსი.

 

საგადასახადო ორგანოს

  უფლებამოსილი პირი ------------------------------

 

                                       .. ( ხელმოწერა)

 

  შევსების თარიღი -------------------------- 201...... წელი

 

შენიშვნა: სტატუსის მოქმედების ვადა ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებაში მითითებულია სტატუსის მოქმედების ვადა ( კალენდარული წელი).

დანართი 4

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი

შემოსავლების სამსახური

 

სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი

 

----------------------------------------------------------------------------------

( საწარმოს სამართლებრივი ფორმა და სახელწოდება,)

 

-----------------------------------------------------------------------------------

( საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

-----------------------------------------------------------------------------------

( სტატუსის მინიჭების თარიღი)

 

მოცემული სერტიფიკატის მფლობელი არის საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში საქმიანობის განმახორციელებელ საწარმო, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241 მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი.

 

საგადასახადო ორგანოს

  უფლებამოსილი პირი ------------------------------

                                            .. ( ხელმოწერა)

 

  შევსების თარიღი -------------------------- 201.... წელი

 

დანართი 5

საჯარო სამართლის იურიდიული პირი

შემოსავლების სამსახური

 

საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭების თაობაზე

ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი

 

----------------------------------------------------------------------------------

( საწარმოს სამართლებრივი ფორმა და სახელწოდება)

 

-----------------------------------------------------------------------------------

( საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

-----------------------------------------------------------------------------------

( სტატუსის მინიჭების თარიღი)

 

მოცემული სერტიფიკატის მფლობელი არის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული საწარმო, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25- ე მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს საერთაშორისო საწარმოს სტატუსი.

 

საგადასახადო ორგანოს

  უფლებამოსილი პირი ------------------------------

                                            .. ( ხელმოწერა)

 

შევსების თარიღი -------------------------- 201..... წელი

 

დანართი №6

 საერთაშორისო ფინანსური კომპანი ების , სპეციალური სავაჭრო კომპანიებ ის და საერთაშორისო საწარმო ები რეესტრი

 

საწარმოს

სახელწოდება, სამართლებრივი

ფორმა

საიდენტიფი

კაციო ნომერი

სტატუსის

სახე

სტატუსის

შენიშვნა

 

მინიჭების

თარიღი

მოქმედების ვადა