ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის მარეგულირებელი ნორმების დადგენის შესახებ

  • Word
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის მარეგულირებელი ნორმების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.151.016074
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
55
29/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
010250000.35.151.016074
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის მარეგულირებელი ნორმების დადგენის შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2011 - 27/01/2012)

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №55

2011 წლის 29 დეკემბერი

დ.სტეფანწმინდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის მარეგულირებელი ნორმების დადგენის შესახებ

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :

   მუხლი 1. დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის     მარეგულირებელი ნორმები დანართი №1 -ის შესაბამისად.

   მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                        გ.მალანია

დანართი №1

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის მარეგულირებელი ნორმები

მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან (არასტაციონარული კონსტრუქციები (დროებითი შენობა-ნაგებობა) – ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება) ვაჭრობა საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებსა და დასასვენებელ ადგილებში.

მუხლი 2. 1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდნენ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა დასაშვებია ისეთ ადგილებში ,რაც არ გამოიწვევს მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გზის,გადასასვლელის ან სხვასაგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვისათვის დადგენილი წესების დარღვევას,აგრეთვე გზის,გადასასვლელისა თუ სხვა საგზაო ნაგებობის ან საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანებას.გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.

 2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა, დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ორგანოებთან.

 3. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა.                         

მუხლი 3. სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართო მასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით შესაძლებელია (დროებით) გამოიყოს დამატებითი ადგილები, რის თაობაზეც წინადადებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი დასამტკიცებლად წარუდგენს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. აღნიშნულს საკრებულოს თავმჯდომარე განიხილავს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს.                    

მუხლი 4. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების მოწყობას და მათ შესაბამისობას სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტის იერსახის მოთხოვნებთან კონტროლს უწევს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური.                      

მუხლი 5. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების გამოყოფაზე ყაზბეგის მუნიციპლიტეტის დაბა სტეფანწმინდის ქუჩებზე, საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი საავტომობილო გზების მიმდებარე და სოფლების ცენტრალური ქუჩების ტერიტორიებზე, შეთანხმება საჭიროა საკრებულოს თავმჯდომარესთან.

 მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით      (ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, თევზი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, პური, პურპროდუქტები) გარე ვაჭრობა, გარდა იმ შემთხვევისა,როდესაც დაცულია სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.