დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის მარეგულირებელი ნორმების დადგენის შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.151.016078 |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2012 წლის 27 იანვარი
დაბა სტეფანწმინდა
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის მარეგულირებელი ნორმების დადგენის შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის № დადგენილებაში ცვლილების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის მარეგულირებელი
ნორმების დადგენის შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №55 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 30.12.2011წ., რეგ.კოდი 010250000.35.151.016074 ) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას, გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით შესაძლებელია (დროებით) გამოიყოს დამატებითი ადგილები, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
2.დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების გამოყოფაზე ყაზბეგის მუნიციპლიტეტის დაბა სტეფანწმინდის ქუჩებზე, საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი საავტომობილო გზების მიმდებარე და სოფლების ცენტრალური ქუჩების ტერიტორიებზე, გადაწყვეტილებას იღებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.“.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ.მალანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები