,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“;

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“;
დოკუმენტის ნომერი 307
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.030.016035
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
307
28/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
010240020.22.030.016035
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2011 - 29/10/2013)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №307

2011 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

 ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 26 ოქტომბრის №658 ბრძანებულების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის თანდართული დებულება.

 2. ბრძანება ძალაშია 2012 წლის პირველი იანვრიდან.

. ვაშაძე

 

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს

სასწავლო ცენტრის დებულება

 

თავი I . ზოგადი დებულებები

მუხლი 1

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 2

ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით.

მუხლი 3

ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

მუხლი 4

ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.

მუხლი 5

ცენტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წინაშე.

მუხლი 6

ცენტრის იურიდიული მისამართია: ჩიტაძის ქ. 4.

 

თავი II. ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

მუხლი 7

ცენტრის მიზანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მომზადება-გადამზადება, საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ხელშეწყობა.

მუხლი 8

დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად ცენტრი:

ა) ატარებს ტრენინგებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს, უწყებათაშორის კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა და სხვა უწყებების თანამშრომელთათვის;

ბ) შეიმუშავებს დამხმარე და მეთოდოლოგიურ ლიტერატურას, შეიმუშავებს და ავითარებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ცალკეულ სტანდარტებს;

გ) ქმნის ბიბლიოთეკას სასწავლო ცენტრის მსმენელთა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის;

დ) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით;

ე) მონაწილეობს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა შერჩევის პროცესში;

ვ) მონაწილეობს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა შეფასების, მოტივაციის და ადამიანური რესურსების ეფექტურ მართვასთან დაკავშირებული სხვა სისტემების შემუშავებისა და დანერგვის პროცესში;

ზ) ატარებს სხვადასხვა ტიპის სასწავლო კურსებს საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში განათლების პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშესაწყობად.

 

თავი III. ცენტრის მართვის ორგანოები, მათი შექმნის წესი და კომპეტენცია

მუხლი 9

ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

მუხლი 10

ცენტრის დირექტორი:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, გარდა ცენტრის დირექტორის მოადგილისა;

ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას დებულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და ახორციელებს ცენტრის საერთო, ყოველდღიურ ხელმძღვანელობას;

გ) დებს ხელშეკრულებებს ტრენერებთან და სხვა მოწვეულ ექსპერტებთან;

დ) ცენტრის სახელით დებს გარიგებებს და წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ე) ხსნის და ხურავს საბანკო ანგარიშებს;

ვ) დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ახორციელებს ცენტრის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას და პასუხიმგებელია მის სწორ გამოყენებაზე;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ხელს აწერს ცენტრის ოფიციალურ, მათ შორის, საფინანსო დოკუმენტებს;

თ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ;

ი) განსაზღვრავს ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს;

კ) ასრულებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 11

1. ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წინაშე და ყოველკვარტალურად წარუდგენს მას ანგარიშს ცენტრის მუშაობის შესახებ.

2. ცენტრის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს ცენტრის დირექტორის მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

3. ცენტრის დირექტორის მოადგილის არარსებობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას, მინისტრის გადაწყვეტილებით , ასრულებს ცენტრის სხვა თანამშრომელი.

 

თავი IV. ცენტრის ქონება და დაფინანსება

მუხლი 12

ცენტრის დაფინანსების წყაროებია:

ა) ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

მუხლი 13

1. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

2.    ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

მუხლი 14

1. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მუხლი 15

ცენტრი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია.

მუხლი 16

1. ცენტრმა , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობით , შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

 

თავი V. დასკვნითი დებულებანი

მუხლი 17

ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.