„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N307 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ნომერი 234
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.030.016091
234
29/10/2013
ვებგვერდი, 31/10/2013
010240020.22.030.016091
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N307 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №234

2013 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №307 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  სასწავლო ცენტრის  დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №307 ბრძანებით (ვებგვერდი, 111229085, 30/12/2011, 010240020. 22.030.016035)  დამტკიცებულ  დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
1.    მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7

ცენტრის მიზანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადება, საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ხელშეწყობა.’’.

2. მე-8 მუხლის:
ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,ა) ატარებს ტრენინგებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს, უწყებათაშორის კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების  და სხვა უწყებების თანამშრომელთათვის;

ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,დ) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებთნ ერთობლივი ღონისძიებების  დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე