ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

  • Word
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 07/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 210020030.35.158.016064
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
56
28/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
210020030.35.158.016064
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2011 - 03/11/2014)

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №56

2011 წლის  28 დეკემბერი

ქ. ბოლნისი   

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის  შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის,  ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

განისაზღვროს მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) შემდეგი განაკვეთები ერთ კვადრატულ მეტრზე:

ა)ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართისათვის – 0,50 ლარი;

ბ)ხაზობრივი ნაგებობებისათვის(რკინიგზა, წყალსადენი, გაზსადენი გზა, ელ. გადაცემის ხაზები, ელ.კავშირი, არხები და სხვა) – 1.00 (ერთი) ლარი;

გ)კომერციული და სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 1.00 (ერთი) ლარი.

    მუხლი 2

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს მშენებლობის ნებართვის, სატენდერო და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 იანვრის №220 დადგენილება.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს  2012 წლის 1 იანვრიდან.    

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                         ნ. საბიაშვილი