დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020030.35.158.016191 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/11/2014 - 05/11/2018)
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ,,ბ“ პრიმა, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, ადგილობრივი მოსაკრებელის შესახებ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის, საქართველოს კანონის ნორმატიული აქტების შესახებ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) განაკვეთები ერთ კვადრატულ მეტრზე:
ა) ახლად ასაშენებელი ობიექტის (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შენობა-ნაგებობები) პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართისათვის - 0.50 ლარი; ბ)ახლად ასაშენებელი ობიექტის (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შენობა-ნაგებობები) პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართისათვის - 1.00 ლარი. |
| მუხლი 2 |
1. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, განთავისუფლდენ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები გავრცელდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით პირველ პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე. 3. პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები მოქმედებს 2016 წლის 1 იანვრამდე. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №56 დადგენილება (ვებგვერდი, 30/12/2011 წელი სარეგისტრაციო კოდი №210020030.35.158.016064) შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება: |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 3 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები