„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6553-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240010.05.001.016812
  • Word
6553-Iს
22/06/2012
ვებგვერდი, 22/06/2012
010240010.05.001.016812
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1.ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ( www.matsne.gov.ge) , 2 8.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010240010.05.001.016564 ) მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

1. 2012 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანომ (თანამდებობის პირმა) ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა, ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა), გაგზავნა ან გადაცემა განახორციელოს თავისი შეხედულებისამებრ, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ან მათი გამოყენების გარეშე, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა, ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა), გაგზავნა ან გადაცემა განხორციელდეს მხოლოდ მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც 2012 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე ნორმატიული აქტის პროექტის შედგენას, ნორმატიული აქტის მიღებას (გამოცემას), გაგზავნას ან გადაცემას განახორციელებს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების გარეშე, ნორმატიულ აქტს (გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) სამართლებრივი დასკვნისთვის უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს   მე-2 დღისა, ბეჭდვითი ფორმით, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ერთ ეგზემპლარად, აკინძულს და უფლებამოსილი პირის მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 22 ივნისი.

6553- I