დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16/7 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111226037, 29/12/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.35.157.016074 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2011 - 22/02/2012)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16/7
2011 წლის 23 დეკემბერი
ქ.თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. განისაზღვროს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს შემდეგი განაკვეთები:
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები:
ა.ა) საკრებულოს თავმჯდომარე – 2360 ლარი;
ა.ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 1100 ლარი;
ა.გ) საკრებულოს კომისიის თვმჯდომარე – 500 ლარი;
ა.დ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 650 ლარი;
ა.ე) საკრებულოს აპარატის უფროსი – 700 ლარი;
ა.ვ) საკრებულოს აპარატის სამდივნო-საორგანიზაციო განყოფილების უფროსი – 500 ლარი;
ა.ზ) მთავარი სპეციალისტი – 420 ლარი;
ა.თ) წამყვანი სპეციალისტი – 370 ლარი;
ა.ი) უფროსი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში – 370 ლარი;
ა.კ) უფროსი სპეციალისტი – 350 ლარი.
ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები:
ბ.ა) გამგებელი – 2360 ლარი;
ბ.ბ) გამგებლის მოადგილე – 900 ლარი;
ბ.გ) გამგეობის სამსახურის უფროსი – 700 ლარი;
ბ.დ) გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი – 500 ლარი;
ბ.ე) გამგეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი – 420 ლარი;
ბ.ვ) გამგეობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი – 370 ლარი;
ბ.ზ) გამგეობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი – 350 ლარი.
ბ.თ) გამგეობის სამსახურის სპეციალისტი – 300 ლარი.
ბ.ი) ქ. თეთრიწყაროს, დაბა მანგლისის, ასურეთის, ბორბალოს, კოდის, ჯორჯიაშვილის, ჩხიკვთის, ხაიშის, წინწყაროს, ჭივჭავის, ირაგის, თონეთის, ორბეთის, დაღეთის და შეხვეტილის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები – 400 ლარი;
ბ.კ) მარაბდის და ახალსოფლის ტერიტორიული ოგანოს რწმუნებულები – 370 ლარი;
ბ.ლ) გოლთეთის, დურნუკის და კლდეისის ტერიტორიული ოგანოს რწმუნებულები – 350 ლარი;
ბ.მ) ქ. თეთრიწყაროს ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი – 350 ლარი;
ბ.ნ) ქ. თეთრიწყაროს და დაბა მანგლისის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი – 320 ლარი;
ბ.ო) დაბა მანგლისის და კოდის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი – 300 ლარი;
ბ.პ) ასურეთის, ბორბალოს, ჯორჯიაშვილის, ჩხიკვთის, ხაიშის, წინწყაროს, ჭივჭავის, ირაგის, ორბეთის, შეხვეტილის და კლდეისის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი – 250 ლარი;
2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს №10/2 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“.
3. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები