დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/3 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.35.157.016087 |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 3/3
2012 წლის 22 თებერვალი
ქ. თეთრიწყარო
,, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ,, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/7 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 111226037,29.12.2011, სარეგ.კოდი 270070000.35.157.016074) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
მუხლი 1
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/7 დადგენილების პირველი მუხლის ,,ა.გ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, ა.გ) საკრებულოს კომისიის თა ვმჯდომარე – 650 ლარი;“
2. ამოღებულ იქნეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/7 დადგენილების პირველი მუხლის ,,ა.ვ“ ქვეპუნქტი;
3. ამოღებულ იქნეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/7 დადგენილების პირველი მუხლის ,,ა.ი“ ქვეპუნქტი;
4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/7 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები:
ბ.ა) გამგებელი – 2360 ლარი;
ბ.ბ) გამგებლის მოადგილე – 900 ლარი;
ბ.გ) გამგეობის სამსახურის უფროსი – 700 ლარი;
ბ.დ) გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი – 500 ლარი;
ბ.ე) გამგეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი – 420 ლარი;
ბ.ვ) გამგეობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი – 370 ლარი;
ბ.ზ) გამგეობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი – 350 ლარი;
ბ.თ) გამგეობის სამსახურის სპეციალისტი – 300 ლარი;
ბ.ი) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი –თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რწმუნებული – 700 ლარი;
ბ.კ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტი – 350 ლარი;
ბ.ლ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი – 300 ლარი.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
საკრებუ ლოს თავმჯდომარე გ.მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები