„მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №50/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №50/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 111/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 23/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111223055, 26/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 290160000.18.011.016049
  • Word
111/04
23/12/2011
ვებგვერდი, 111223055, 26/12/2011
290160000.18.011.016049
„მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №50/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №111/04

2011 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №50/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №50/01 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართი №1-ის პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი განსაზღვრავს მზღვეველის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) წარსადგენი ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური სტატისტიკური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესს.“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალები (წარმომადგენლობები) წარადგენენ ყოველთვიურ, ყოველკვარტალურ და წლიურ სტატისტიკურ ანგარიშგებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ წესით გათვალისწინებული ფორმის ან მისი ნაწილის შევსება შეუძლებელია.“.

2. დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სტატისტიკური ანგარიშგების ძირითადი კომპონენტებია:

ა) ყოველთვიური სტატისტიკური ანგარიშგების ძირითადი კომპონენტები:

ა.ა) ფორმა №11– „სადაზღვევო რეზერვები საანგარიშო თარიღისათვის“;

ა.ბ) ფორმა №12 – „ A1, A2, A3, A4, A5, A6, A7, A8, A9, A10, A11 და A12 აქტივებში ინვესტირებას დაქვემდებარებული სადაზღვევო რეზერვების ოდენობის განსაზღვრა“;

ა.გ) ფორმა №13 – „შეზღუდვები ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ჯამური ოდენობის განთავსების მიმართ“;

ა.დ) ფორმა №14 – „სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივების სტრუქტურა“;

ა.ე) ფორმა № 15 – „ინფორმაცია ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის პოლისების შესახებ“;

ბ) ყოველკვარტალური სტატისტიკური ანგარიშგების ძირითადი კომპონენტებია:

ბ.ა) ფორმა №1 – „საერთო მონაცემები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაწეული პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის შესახებ“;

ბ.ბ) ფორმა №2 – „ზარალების სტატისტიკა მზღვეველის პირდაპირი დაზღვევის საქმიანობაში“;

ბ.გ) ფორმა №3 – „საერთო მონაცემები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გადაზღვევით მიღებული რისკების შესახებ“;

ბ.დ) ფორმა №4 – „ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის შესახებ – პირდაპირი დაზღვევა“;

ბ.ე) ფორმა №5 – „ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში გადაზღვევით მიღებული რისკების შესახებ“;

ბ.ვ) ფორმა №6 – „ინფორმაცია გადაზღვევის ოპერაციებში მონაწილე გადამზღვეველებისა და ბროკერების შესახებ“;

ბ.ზ) ფორმა № 7 – „ინფორმაცია საანგარიშო თარიღისათვის არსებულ სასამართლო დავებზე, სადაც მზღვეველი წარმოადგენს მოპასუხე მხარეს“;

ბ.თ) ფორმა №8 – „ინფორმაცია ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ“;

ბ.ი) ფორმა №9 – „ინფორმაცია ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში საანგარიშო თარიღისათვის მოქმედი მსხვილი (500,000 ლარზე მეტი ოდენობის) რისკების შესახებ“;

3. სტატისტიკური ანგარიშგების დამატებითი კომპონენტებია:

ა) ყოველთვიური სტატისტიკური ანგარიშგების დამატებითი კომპონენტები:

ა.ა) ფორმა № 14.1 – „A1 მიმართულებით განხორციელებული ინვესტიცია“;

ა.ბ) ფორმა № 14.2 – „A2 მიმართულებით განხორციელებული ინვესტიცია“;

ა.გ) ფორმა № 14.3 – „A3 მიმართულებით განხორციელებული ინვესტიცია“;

ა.დ) ფორმა № 14.4 – „A4 მიმართულებით განხორციელებული ინვესტიცია“;

ა.ე) ფორმა № 14.5 – „A5 მიმართულებით განხორციელებული ინვესტიცია“;

ა.ვ) ფორმა № 14.6 – „A6 მიმართულებით განხორციელებული ინვესტიცია“;

ა.ზ) ფორმა № 14.7 – „A7 მიმართულებით განხორციელებული ინვესტიცია“;

ა.თ) ფორმა № 14.8 – „A8 მიმართულებით განხორციელებული ინვესტიცია“;

ა.ი) ფორმა № 14.9 – „A9 მიმართულებით განხორციელებული ინვესტიცია“;

ა.კ) ფორმა № 14.10 – „A10 მიმართულებით განხორციელებული ინვესტიცია“;

ა.ლ) ფორმა № 14.11 – „A11 მიმართულებით განხორციელებული ინვესტიცია“;

ა.მ) ფორმა № 14.12 – „A12 მიმართულებით განხორციელებული ინვესტიცია“.

ბ) ყოველკვარტალური სტატისტიკური ანგარიშგების დამატებითი კომპონენტებია:

ბ.ა) ფორმა №1.1 – „საერთო მონაცემები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაწეული პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის შესახებ, სადაზღვევო ვალდებულებები, რომლებიც არ არის გადაზღვეული 100%–ით“;

ბ.ბ) ფორმა №1.2 – „საერთო მონაცემები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაწეული პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის შესახებ, სადაზღვევო ვალდებულებები, რომლებიც გადაზღვეულია 100%-ით“;

ბ.გ) ფორმა №2.1 – „ზარალების სტატისტიკა მზღვეველის პირდაპირი დაზღვევის საქმიანობაში, სადაზღვევო ვალდებულებები, რომლებიც არ არის გადაზღვეული 100 %-ით“;

ბ.დ) ფორმა №2.2 – „ზარალების სტატისტიკა მზღვეველის პირდაპირი დაზღვევის საქმიანობაში, სადაზღვევო ვალდებულებები, რომლებიც გადაზღვეულია 100 %-ით“;

ბ.ე) ფორმა №3.1 „საერთო მონაცემები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გადაზღვევით მიღებული რისკების შესახებ, ვალდებულებები, რომლებიც არ არის გადაზღვეული 100 %-ით“;

ბ.ვ) ფორმა №3.2 – „საერთო მონაცემები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გადაზღვევით მიღებული რისკების შესახებ, ვალდებულებები, რომლებიც გადაზღვეულია 100 %-ით“.

4. ყოველწლიურ სტატისტიკურ ანგარიშგებას წარმოადგენს ფორმა №10 – „ინფორმაცია გასულ საანგარიშო წლებში მომხდარ ზარალებზე, რომელთა განცხადება მოხდა მომდევნო წლებში.

3. დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5 პუნქტი:

„5. სტატისტიკური ანგარიშგების მომზადებისას მზღვეველმა უნდა ისარგებლოს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების ინსტრუქციით (დანართი №3).“.

4. დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სტატისტიკური ანგარიშგების წარდგენის ვადები

1.მზღვეველი ამზადებს ყოველთვიურ სტატისტიკურ ანგარიშგებას და წარადგენს მას ეროვნულ ბანკში ყოველი კალენდარული წლის შემდეგი თარიღებისათვის:

 ა) 1 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 თებერვლისა;

ბ) 2 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 მარტისა;

გ) 3 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 აპრილისა;

დ) 4 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 მაისისა;

 ე) 5 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ივნისისა;

ვ) 6 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ივლისისა;

ზ) 7 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 აგვისტოსი;

თ) 8 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 სექტემბრისა;

ი) 9 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ოქტომბრისა;

კ) 10 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა;

ლ)11 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 დეკემბრისა;

მ) 12 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მომდევნო წლის 20 თებერვლისა.

2. მზღვეველი ამზადებს ყოველკვარტალურ სტატისტიკურ ანგარიშგებას და წარადგენს მას ეროვნულ ბანკში ყოველი კალენდარული წლის შემდეგი თარიღებისათვის:

ა) 3 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 აპრილისა;           

ბ) 6 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ივლისისა;                             

გ) 9 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ოქტომბრისა;     

დ) 12 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მომდევნო წლის 20 თებერვლისა.

3. მზღვეველი ფორმა №10-ს წარადგენს წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო წლის 20 თებერვლისა.“.

5. დანართი №1-ის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 5. სტატისტიკური ანგარიშგების წარდგენის ფორმები

1. მზღვეველი ამ წესის მე-4 მუხლში მითითებულ ვადებში ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფორმით წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ სტატისტიკურ ანგარიშგებას. სტატისტიკური ანგარიშგებები ციფრულად ხელმოწერილი უნდა იქნას გენერალური დირექტორის (დირექტორის) ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ.

2. წარსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში, ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ელექტრონული ფორმისა და ფორმულების დაცვით, დანართი №3-ის შესაბამისად, ხოლო მისი წარდგენა – ეროვნული ბანკის სპეციალურ ელექტრონულ მისამართზე insurance@nbg.gov.ge, ამ წესის მე-4 მუხლში მითითებული ვადების დაცვით.

სტატისტიკურ ანგარიშგებას მზღვეველი წარადგენს სრულად, ფორმების წყობისა და ფორმულების დაცვით, მიუხედავად იმისა, ექვემდებარება, თუ არა ფორმა შევსებას.“.

6. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

7. დანართი №3-ის მე-2 მუხლის 22-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 23-ე პუნქტი:

23. ფორმა № 15-ის შევსებისას:

ა) შევსებას ექვემდებარება:

ა.ა) საანგარიშო თვის დასაწყისში მოქმედი ყველა პოლისი;

ა.ბ) საანგარიშო თვის განმავლობაში ძალაში შესული ყველა პოლისი.

ა.გ) ნებისმიერ პერიოდში გაფორმებული/გაცემული ყველა პოლისი, რომელიც ძალაში შედის საანგარიშო თვის შემდეგ;

ბ) გადამზღვეველის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენისას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სვეტების დამატება, ცხრილის ზოგადი ფორმატის დაცვით.

გ) "სადაზღვევო თანხა/ანაზღაურების ლიმიტის" სვეტის შევსებისას უცხოურ ვალუტაში ასახული სადაზღვევო თანხა/ანაზღაურების ლიმიტი ექვემდებარება გადათვლას ეროვნულ ვალუტაში, საანგარიშო პერიოდის ბოლო თარიღისთვის არსებული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;

დ) მოზიდული პრემიისა და გადაზღვევის პრემიის შევსებისას, უცხოურ ვალუტაში ასახული ოდენობები ექვემდებარება გადათვლას ეროვნულ ვალუტაში პოლისის ძალაში შესვლის თარიღისთვის არსებული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, გარდა იმ პოლისებისა, რომლებიც ძალაში შედის საანგარიშო თვის შემდეგ. ამგვარი პოლისებისათვის გამოიყენება პოლისის გაფორმების/გაცემის დღეს არსებული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

ე) მზღვეველისათვის მიბარებულ ფულად სახსრებში აღირიცხება ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში გაცემული პოლისების/გარანტიების უზრუნველყოფისთვის მიღებული თანხები.

ვ) გადაზღვევის პრემია - იმ შემთხვევაში, თუ გადაზღვევის ხელშეკრულების პირობებით შეუძლებელია გადაზღვევის პრემიის ნაწილის მიბმა თითოეულ სადაზღვევო კონტრაქტზე და/ან მისი პირობებით გათვალისწინებულია დეპოზიტური და/ან მინიმალური პრემიის გადამზღვევლისათვის გადახდა, გადაზღვევის პრემიის აღრიცხვა არ ხორციელდება.

ზ) "სადაზღვევი თანხა/ანაზღაურების ლიმიტი" ნეტო საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 12 ოქტომბრის № 745 განკარგულებით დადგენილი შეზღუდვების გარეშე მიღებული სადაზღვევო ვალდებულებების ნეტო ოდენობა. ამასთან, აღნიშნული ოდენობა არ შეიძლება იყოს ნულზე ნაკლები. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პარამეტრი მიიღებს უარყოფით მნიშვნელობას, მისი ოდენობა ჩაითვლება ნულის ტოლად.

თ) სადაზღვევო თანხა/ ანაზღაურების ლიმიტი, ნეტო, გადამზღვევლის მიმართ გამოყენებული შეზღუდვების გათვალისწინებით (თანხობრივად) (ლარი) - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 12 ოქტომბრის № 745 განკარგულებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით მიღებული სადაზღვევო ვალდებულებების ნეტო ოდენობა. ამასთან, აღნიშნული ოდენობა არ შეიძლება იყოს ნულზე ნაკლები. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პარამეტრი მიიღებს უარყოფით მნიშვნელობას, მისი ოდენობა ჩაითვლება ნულის ტოლად;

ი) ცხრილის შევსებისას, სვეტში „მოსარგებლის კატეგორია“, „სახელმწიფოში იგულისხმება საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სახელმწიფო დაწესებულებები, საწარმოები, სადაც სახელმწიფოს წილი 50% შეადგენს, ან 50%-ზე მეტია;“.

მუხლი 2. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია მზღვეველის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის სტატისტიკური ანგარიშგებების დროულად წარდგენის აუცილებლობით.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქადაგიძე